I
ბიძაჩემს, განთქმულს აღზრდით, ღირსებით.
როცა ძალღონე აღარ შესწევდა,
წასვლა ენება პატივისცემით
და უკეთესად რაღას შესძლებდა.
მის ქცევას ბევრი სიბრძნედ იწამებს,
მაგრამ, ღმერთმანი, გულს გაგიწყალებს -
ავადმყოფს დღე-ღამ ეჯდე საწოლთან,
არ შორდებოდე წამით საცოდავს!
მონებდე მზაკვრულ ძალას უმდაბლესს,
მომაკვდას სიკვდილს აღარ აცლიდე,
ართობდე, ჭმუნვით წამალს აწვდიდე
და უსწორებდე თავსასთუმალებს.
ოხრავდე და თან გულში ამბობდე:
ეშმაკი ლაგამს როდის ამოგდებს!
II
ცეტი ჭაბუკი ასე ფიქრობდა
და მტვერს აფენდა ეტლი კელ-მინდვრებს,
ანდერძად ზევსის ლოცვა მიჰქონდა
ნათესავებში ყვლას მემკვიდრს. ვინც ლუდმილას და რუსლანს აღმერთებთ!
ჩემი რომანის გმირსაც აგრეთვე,
თქვენი ნებართვით,
უწინასიტყვოდ,
ახლავე, ამავ წუთში გაიცნობთ.
ონეგინია ჩემი ძმობილი,
ნევის ნაპირთან დაბადებული,
ეგებ ბავშვობა თქვენც იქ გეგულვით,
ანდა ბრწყინავდით ქვეყნად ცნობილი,
ჩემო მკითველო, მეც ის შორეთი
მალხენდა, მაგრამ მწყენს ჩრდილოეთი.